უკრაინის ზოგიერთი შეშლილი დასავლელი მეზობელი უკვე მზადაა, მისი ნაწილი წაართვას, იქ სერიოზული არეულობაა, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
ლუკაშენკოს თქმით, უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების შენელება არა აშშ-ის, რუსეთის ან თუნდაც ევროკავშირის, არამედ ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციის დამსახურებაა.
ბელარუსის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკის მოუწოდა, უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ დაუყოვნებლივ მოლაპარაკებები აწარმოოს და განაცხადა, რომ უკრაინას ბედნიერებას მხოლოდ სლავური სახელმწიფოები მოუტანენ. ალექსანდრე ლუკაშენკომ კიევისთვის „ტომაჰავკის“ მიწოდებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ტრამპს ყველაზე აქტუალური საკითხების გადასაჭრელად კონკრეტული ტაქტიკა აქვს.
„ვფიქრობ, ამ მხრივ დამშვიდებაა საჭირო. ჩვენს მეგობარ დონალდს უპირველეს ყოვლისა, ყველაზე აქტუალურ საკითხებთან გამკლავების გარკვეული ტაქტიკა აქვს. ამიტომ, მეჩვენება, რომ ზოგან ის „მოხრის“ შესაბამის სახელისუფლებო ორგანოებს და ადამიანებს, ზოგან უფრო მკაცრად მოქმედებს და შემდეგ, ტაქტიკა ისეთია, რომ ცოტათი ნებდება და უკან იხევს. ამიტომ, არ არის საჭირო ამის პირდაპირ აღქმა, თითქოს ხვალ ყველაფერი გაფრინდება. მაგრამ დღეს სამყარო მრავალფეროვანია და ყველა შხამის საწინააღმდეგო ანტიდოტი არსებობს. და მე ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ეს ყველაზე უკეთ ესმის”, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.