თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმის წინ, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე .
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს.
„დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
Ahead of the 5th Tbilisi Silk Road Forum, I held productive talks with H.E. Nikol Pashinyan @NikolPashinyan, Prime Minister of 🇦🇲. We discussed key bilateral and regional issues. I am confident that this meeting will further strengthen cooperation between Georgia and Armenia. pic.twitter.com/1pPpmpjbDD
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) October 21, 2025