საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მხარეებმა ერთმანეთს დაუდასტურეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.
„თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმის ფარგლებში, მქონდა პატივი, მემასპინძლა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვისთვის.
ჩვენ დავადასტურეთ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.
განვიხილეთ ეკონომიკური კავშირების, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხი, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის იდეისადმი ჩვენი ერთგულება“, – აღნიშნავს პრემიერი.
კომენტარები