უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გააკრიტიკა და მას მოუწოდა შეწყვიტოს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხის დაბლოკვა.
„არ მგონია, რომ მე რაღაცა უნდა შევთავაზო ორბანს. ვფიქრობ, რომ ვიქტორ ორბანმა უკრაინას, რომელიც ევროპას რუსეთისგან იცავს, თავად დახმარება უნდა შესთავაზოს. ახლაც კი, ამ ომის დროს ჩვენ მისგან არავითარი მხარდაჭერა არ მიგვიღია. ჩვენ არ გვსურს, რომ ვიქტორი რუსეთს უჭერდეს მხარს, იმიტომ რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვა ვიქტორის მხრიდან პუტინის მხარდაჭერას ნიშნავს, რაც, ჩემი აზრით, არ არის კარგი“, – თქვა ზელენსკიმ Euronews-ის მიერ გამართულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე.
კომენტარები
