უკრაინა, რომელიც ერთ წელიწადზე მეტია დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში რუსების შეტევებს იგერიებდა, ახლა აღნიშნული დასახლებული პუნქტის დაკარგვის პირასაა მისული, ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე პოკროვსკში 60 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. ახლა ის კრემლის მიერ დონეცკის ოლქის დაპყრობისთვის საკვანძო ელემენტად იქცა.
როგორც ABC News-ი წერს, უკრაინელი სამხედროები ქალაქის დაცვას ჯერჯერობით ახერხებენ. სტატიის ავტორები აღნიშნავენ, ქალაქის დაცემა კიევისთვის სერიოზული მარცხი იქნება მარტის შემდეგ, როცა უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქი დატოვა.
კომენტარები
