აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკამ და უზბეკეთმა სავაჭრო და ეკონომიკური გარიგება დადეს.
„მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ შეერთებულმა შტატებმა და უზბეკეთმა სავაჭრო და ეკონომიკური შეთანხმება დადეს. მომდევნო სამი წლის განმავლობაში უზბეკეთი 35 მილიარდი დოლარის ოდენობის შესყიდვებსა და ინვესტიციებს განახორციელებს, ხოლო შემდგომი 10 წლის განმავლობაში 100 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხას დააბანდებს ამერიკის საკვანძო სფეროებში, კრიტიკულ მინერალებში, ავიაციაში, ავტომობილების ნაწილებში, ინფრასტრუქტურაში, სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკასა და ქიმიკატებში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში და სხვაში“, – დაწერა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერმა შეთანხმების გაფორმებისთვის უზბეკეთის პრეზიდენტს შავკატ მირზიოევს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი და პროდუქტიული ურთიერთობების მოლოდინშია.
ცნობისთვის, ტრამპმა ვაშინგტონში უზბეკეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ლიდერებთან შეხვედრა გამართა.
