დრონების დაფიქსირებასთან დაკავშირებული შეტყობინებების გამო ბრიუსელის აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
აეროპორტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 21:20 საათზე დაიხურა.
აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ, სულ მცირე, ერთი რეისი ამსტერდამის აეროპორტში გადამისამართდა.
მიმდინარე კვირაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა დრონების დაფიქსირების გამო ბრიუსელის აეროპორტი დაიხურა.
კომენტარები
