ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ შექმნა საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ჯორჯ სოროსის, მისი შვილისა და მათი ფონდების საქმიანობას ქვეყანაში. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
კომისიის შექმნამ – „დოკუმენტების შესაგროვებლად და გასაანალიზებლად, ბულგარული სამსახურებისა და ინსტიტუტების, ასევე ცალკეული პირების დასაკითხად“ – გამოიწვია კრიტიკა უფლებადამცველი ჯგუფების მხრიდან.
კანონმდებლებმა კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას მმართველი კოალიციის ორი პარტიის, ასევე პრორუსული და ულტრამემარჯვენე საპარლამენტო ჯგუფების დახმარებით.
კომისიამ უნდა დაადგინოს „დაფინანსების ნაკადი და გამოავლინოს ნებისმიერი კავშირი პოლიტიკურ პარტიებთან, მოსამართლეებთან, სკოლებთან, მედიასთან, ეკონომიკურ წრეებთან და საჯარო ინსტიტუტებთან“.
