სააგენტო Reuters-ი წერს, რომ უკრაინა მოსახლეობასა და ქვეყნის ეკონომიკას რუსეთთან მუდმივი ომისთვის ამზადებს.
თუმცა ეს პრობლემებთანაა დაკავშირებული. Reuters-ის ცნობით, ფრონტის ხაზზე რუსეთის არმიის წინსვლის ფონზე, კიევში ომის მალე დასრულების მოლოდინი არავის აქვს.
დაუსრულებელი ომის პერსპექტივა კი მამაკაცებს ომში წასვლის სურვილს უკარგავს. უკრაინელებისთვის ასევე გამოწვევას წარმოადგენს ეკონომიკური სირთულეები.
კომენტარები
