სირიის სამთავრობო ძალებმა 2014 წლის შემდეგ პირველად, რაქის პროვინციის საზღვარი გადაკვეთეს. ბაშარ ასადის არმია ისლამისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის ავიაიერიშების დახმარებით შევიდა.
ისლამური სახელმწიფოს ე.წ. დედაქალაქის ასაღებად შეტევის დაწყების შემდეგ სამთავრობო ძალებმა სტრატეგიული მნიშვნელობის ერთი სოფელი დაიკავეს და ამ დროისთვის მეორის ასაღებად იბრძვიან.
სამთავრობო ძალების პარალელურად, რაქაზე შეტევას ქურთი მებრძოლებიც ახორციელებენ.
კომენტარები