თბილისის მერის ოფიციალური ვიზიტი ბუდაპეშტში – კახა კალაძე შეხვედრას დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან გამართავს. თბილისის მერი ასევე მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც ევროპის ქალაქების ურბანულ განვითარებას შეეხება და სიტყვით მიმართავს კონფერენციის მონაწილეებს.
ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კახა კალაძე უნგრეთში დელეგაციის შემადგენლობასთან ერთად იმყოფება. მის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები, ასევე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ბაგაშვილი.
კომენტარები
