უკრაინის სასაზღვრო უწყების ცნობით, მაისის ბოლოს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე დააკავეს ეჭვმიტანილი ფრანგი მოქალაქე, რომელსაც აღმოაჩნდა დიდი ოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა.
რაც, სავარაუდოდ, საფრანგეთში თავდასხმების განსახორციელებლად იყო გამიზნული. ფრანგულ ტელეარხ მ-6 -ის თანახმად 25 წლის მამაკაცს ჩხრეკვის დროს მანქანაში აღმოუჩინეს ყუმბარსატყორცნები და კალაშნიკოვის ტიპის ავტომატები. როიტერსის ცნობით ეჭვმიტანილი ჯერჯერობით იმყოფება უკრაინაში, რომლის ხელისუფლება პარიზისაგან ექსტრადიციის პროცესის დაწყებას ელოდება.
კომენტარები