დაუნინგ სტრიტზე შეკრებილმა ლიდერებმა უკრაინისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და ხაზგასმით აღნიშნეს რა მიმდინარე მოლაპარაკებების „კრიტიკული ეტაპი“.
ბრიტანეთის პრემიერი, კირ სტარმერი, რომელიც დღევანდელ მოლაპარაკებებს „მშვიდობისკენ სწრაფვის კრიტიკულ ეტაპს“ უწოდებს, აცხადებს, რომ „საკითხები, რომლებიც უკრაინას ეხება, არის უკრაინის საქმე“.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „ევროპას, უკრაინასა და აშშ-ს შორის არსებული ერთობა უმნიშვნელოვანესია“.
მან მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს შეხვედრის ორგანიზებისთვის და დასძინა: „ვფიქრობ, ასეთი შეხვედრების ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანია“.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ ოთხივე ლიდერს დღეს „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების“ მიღება მოუწევს.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, „ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ უკრაინას და ყველანი მხარს ვუჭერთ მშვიდობას“.
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ იგი „სკეპტიკურად უყურებს აშშ-დან მომდინარე დოკუმენტების ზოგიერთ დეტალს“, მაგრამ დასძინა, რომ ლიდერები სწორედ ამიტომ შეიკრიბნენ დღეს.
„ეს შეიძლება იყოს გადამწყვეტი დრო ყველასთვის, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა… ამ ქვეყნის [უკრაინის] ბედი ევროპის ბედია“, – განაცხადა მან.
