GAU-ში 9 ივნისს გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე GAUდასის ხელმძღვანელს და სოციალურად აქტიურ სტუდენტს თათია მამაცაშვილს ჯილდოს სახით გადაეცა ტრენინგის ვაუჩერი: „მოლაპარაკების ხელოვნება“. ღონისძიებას ესწრებოდა ტრენინგის მომხსენებელი ეკატერინე ბაბუნაშვილი, სერტიფიცირებული ბიზნეს ტრენერი.
„მოლაპარაკების ხელოვნება” „ფორტუნა აკადემიის” ორგანიზებით 17-დან 28 ივნისამდეგასტანს და 5 შეხვედრას მოიცავს. ნდობის ატმოსფერო, ემოციური კომპეტენციისამაღლება, წინააღმდეგობების დაძლევა – ეს ის თემებია, რომლებსაც მონაწილეებიმოლაპარაკების წარმოების ჰარვარდისეული მოდელით შეისწავლიან.
თათია მამაცაშვილი GAU-ში დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობებისმიმართულებით სწავლობს და გვჯერა, რომ ტრენინგში მონაწილეობა ხელს შეუწყობს მისპროფესიულ და პიროვნულ ზრდას” ,- ნათქვამია GAU-ს განცხადებაში.