საქართველოში არ არის კორუფცია, არ არის ზეწოლა და ისეთი რამ, რაც რთულია ბიზნესისთვის, – განაცხადა „ავერსის“ ჯგუფის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა პაატა კურტანიძემ „კაცმანის პოდკასტში“.
მან საქართველში მისაღებ ბიზნესგარემოზე და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რატომ არ სცადა სხვა სახელმწიფოებში აფთიაქების ან კლინიკების ქსელით შესვლა.
„ძალიან რთულია [შესვლა] იგივე, მეზობელ ქვეყნებში. საქართველოში როცა შეგიძლია, იმუშაო ოფიციალურად, გადასახადები არის მისაღები, იხდი და ეს არ გიქმნის პრობლემას, რომ იარსებო, იმიტომ, რომ არ არის მაღალი გადასახადები და არ გახრჩობს. არ არის კორუფცია, არ არის ზეწოლა და ისეთი რამ, რაც რთულია ბიზნესისთვის. ამ დროს შეხვიდე ქვეყანაში, სადაც კორუფციაა, სადაც ვიღაც უნდა გყავდეს მთავრობაში და ასე შემდეგ, ჩემთვის ძალიან რთულია ეგ. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომელიმე ქვეყანაში ჩავიდე, ვთქვა, რომ კლინიკას გავხსნი ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში“, – განაცხადა პაატა კურტანიძემ.
