ზაზა ფაჩულია პირველი ქართველია, რომელიც NBA-ს ჩემპიონი გახდა“, – ასე ეხმაურება „კვირასთან“ ექსკლუზიურ საუბარში ყოფილი კალათბურთელი შიო ხეცურიანი რომელიც სუპერფინალის მატჩს დაესწრო, ზაზა ფაჩულიას გამარჯვებას,
მისი თქმით, დღევანდელი დღე არა მარტო ზაზა ფაჩულიას, არამედ მთელი საქართველოს გამარჯვებაა.
„ზაზა პირველი ქართველია, რომელიც NBA-ს ჩემპიონი გახდა. ვულოცავთ საქართველოს ამ ბედნიერ დღეს. აქ ვართ კოტე ტუღუშთან და ზაზას დანარჩენ მეგობრებთან ერთად. დაახლოებით 20-მდე ქართველი გულშემატკივრობდა ზაზას დღეს მოედანზე. ყველა ძალიან ბედნიერები ვართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოსთვის, კალათბურთისთვის და ახალგაზრდა თაობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ზაზა დღეიდან საქართველოს კალათბურთის ლეგენდად იქცა“, – განუცხადა “კვირას ზაზა ფაჩულიას მეგობარმა შიო ხეცურიანმა.
ამასთან, „კვირა“ ქართველი კალათბურთელის კიდევ ერთ მეგობარს და საქართველოს საკათბურთო ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ასისტენტს კოტე ტუღუშსაც ესაუბრა, რომელმაც მატჩი ემოციურად შეაფასა.
„პირველ რიგში მივულოცავ სრულიად საქართველოს ამ წარმატებას. ჩვენმა კაპიტანმა ძალიან გვასახელა. დიდი მადლობა ზაზას, რომ ისტორიული დღე გვაჩუქა ყველას. ენით აღუწერელი სიამოვნებაა დღეს აქ რაც ხდებოდა სიტყვებით ვერ გადმოგცემთ ეს იყო სასწაული“, – კოტე ტუღუში საქართველოს საკათბურთო ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, სუპერფინალური სერია “გოლდენ სტეიტ ვორიორზის” გამარჯვებით დასრულდა, რომლის შემადგენლობაშიც ქართველი ზაზა ფაჩულია გამოდის. NBA-ს საუკეთესო გუნდის წოდებისთვის, ფაჩულიას გუნდი გადამწყვეტ ბრძოლაში, ბოლო სამი წლის მსგავსად კვლავ “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა.
შიო ხეცურიანი – ზაზა საქართველოს კალათბურთის ლეგენდად იქცა
2017/06/13 20:16:27
კომენტარები
ნანახია: 2467 ჯერ