კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვარლამ ავალიანმა რწმუნებათა სიგელები გადასცა კატარის ემირს, მის უმაღლესობა თამიმ ბინ ჰამად ალ თანის. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, კატარის ემირმა საქართველოს ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
კომენტარები
