შევქმენით ახალი სამსახური – ეს იქნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამზომველის ინსტიტუტი, რომელიც მაღალი ხარისხითა და მაღალტექნოლოგიური საშუალებებით უზრუნველყოფს მიწის აგეგმვა-აზომვას, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლანა მორგოშიამ.
მისი თქმით, აღნიშნული ინსტიტუტი საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებას ეფუძნება.
„ეს რა თქმა უნდა არ გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ რეესტრის ამზომველს ექნება უფლებამოსილება, რომ ეს საქმიანობა განახორციელოს; კერძო ამზომველები პარალელურ რეჟიმში განახორციელებენ იმ საქმიანობას, რომელსაც აქამდე ეწეოდნენ. უბრალოდ, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გადაამოწმონ სისწორე და სიზუსტე და თავად ეს ინსტიტუტი უზრუნველყოფს მაღალ სტანდარტსა და ერთიან მიდგომას ამ საკითხთან მიმართებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც ვთქვათ, რომ აღნიშნული ინსტიტუტი ეფუძნება იმ საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებას, რომელიც სხვა ქვეყნებში გვაქვს და უზრუნველყოფს და მისი მიზანია მონაცემების სიზუსტე და სანდოობა“, – აღნიშნა მორგოშიამ.
