„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ისაუბრა. საუბარია დოკუმენტზე, რომელსაც „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა და რომელშიც ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
წითლიძემ აღნიშნა, რომ მიღებული რეზოლუცია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„ეს რეზოლუცია, რეალურად, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იყო. ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, სადაც რუსეთი აღიარებული იქნა, როგორც ოკუპანტი და არა როგორც მშვიდობისმყოფელი და სხვათა შორის, იქვე, ამ რეზოლუციის მიღების დროს, რუსები ამ რეზოლუციის მიღებას აპროტესტებდნენ და წინააღმდეგი იყვნენ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
კომენტარები
