ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა. შეხვედრა ფლორიდაში, მარ ა ლაგოს რეზიდენციაში გაიმართა.
„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა“, – წერსნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებებს ასევე ესწრებოდნენ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
ამასთან, ისრაელის პრემიერ- მინისტრმა სოციალურ ქსელში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, პიტ ჰეგსეტთან შეხვედრისას გადაღებული ფოტოებიც გაავრცელა.
ცნობისთვის, მოგვიანებით ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართავს მოლაპარაკებებს.
კომენტარები

