აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს მორიგ დარტყმას ირანის წინააღმდეგ, თუ თეირანი ბალისტიკური რაკეტების პროგრამის აღდგენას შეეცდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„მესმის, რომ ირანი კვლავ გაძლიერებას ცდილობს და თუ ასეა, ჩვენ მოგვიწევს მათი შეჩერება. ჩვენ მათ დავამარცხებთ. ჩვენ მათგან ქვას ქვაზე არ დავტოვებთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ იგი მხარს დაუჭერს ირანზე თავდასხმას „დაუყოვნებლივ“, თუ ქვეყანა ბირთვული პოტენციალის აღდგენას შეეცდება.
მან ირანს ურჩია, რომ ამის ნაცვლად აშშ-თან „შეთანხმების“ მიღწევას ეცადოს.
კომენტარები

