აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან და პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასსა“ და დაჯგუფების განიარაღებაზე ისაუბრეს.
ტრამპის თქმით, „ჰამასს“ განიარაღებისთვის ძალიან მოკლე დრო მიეცემა“.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ პროცესს აშშ-ის მხრიდან თეთრი სახლის საგანგებო დესპანები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უხელმძღვანელებენ.
„თუ ისინი არ განიარაღდებიან, როგორც ამაზე შეთანხმდნენ – და ისინი ამაზე შეთანხმდნენ – მაშინ მათ თავს ჯოჯოხეთი დაატყდებათ. მათ განიარაღება საკმაოდ მოკლე დროში მოუწევთ“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კომენტარები

