რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-მა ნავთობის ტანკერ „მარინერაზე“ დაკავებული რუსეთის ორი მოქალაქე გაათავისუფლა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს პრაქტიკული სამუშაოები სამშობლოში მათ სწრაფი დაბრუნების საკითხების მოსაგვარებლად.
„ჩვენი მოწოდების საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, გაეთავისუფლებინა ტანკერ „მარინერის“ ეკიპაჟიდან რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც ადრე აშშ-მა ჩრდილოატლანტიკაში ოპერაციის დროს დააკავა. ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას და მადლიერებას ვუცხადებთ აშშ-ის ხელმძღვანელობას“, – განაცხადა ზახაროვამ.
კომენტარები

