აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ მხარს უჭერს ირანის მამაც ხალხს.
„შეერთებული შტატები მხარს უჭერს ირანის მამაც ხალხს“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.
ამერიკაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველ აქტივისტთა საინფორმაციო სააგენტოს (HRANA)-ს ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა.
მათივე ცნობით, აქციაზე 2311 ადამიანი დააკავეს.
აშშ-ში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის მონაცემებით, საპროტესტო აქციებმა ირანის 31 პროვინციის 111 ქალაქი და დასახლება მოიცვა.
ირანში აქციები 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ.
კომენტარები

