ფინეთმა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის კონვენცია დატოვა. ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს.
კონვენციის დატოვების შედეგად, ფინეთს უფლება აქვს სამხედრო არსენალში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები გამოიყენოს.
ოფიციალურმა ჰელსინკიმ კონვენციის დატოვების შესახებ 2025 წლის ივლისში განაცხადა. გადაწყვეტილება ძალაში დღეს შევიდა.
აღსანიშნავია, რომ ფინეთის გარდა აღნიშნული კონვენციის დატოვების სურვილი პოლონეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამაც გამოთქვეს.
კომენტარები

