აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა, მინეაპოლისში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ მსგავსი სახის პროტესტები დაფინანსებულია და შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში, საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს, რათა გაიგონ, ვინ დგას დაფინანსებული პროტესტის უკან.
კერძოდ, ბესენტმა, უპასუხა კითხვას, იძიებს თუ არა ხაზინა 501(c)(3) სტატუსის მქონე არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც მემარცხენე „ბნელი ფულით“ ფინანსდებიან და რომლებიც ან პირდაპირ ორგანიზებას უწევენ, ან სულ მცირე, ირიბად ახალისებენ კრიმინალურ ქმედებებს: კრიმინალურ საქმიანობას, დანაშაულებრივ პროტესტებს, ფედერალური ოფიცრების, მათ შორის ICE-ის აგენტების საქმიანობისთვის ხელის შეშლას.
სახაზინო მდივნის განმარტებით, ზუსტად პროტესტის ფულის წარმომავლობას ზუსტად ისე ადევნებენ თვალყურს, როგორც მაფიას და ნარკოკარტელებს.
“ეს ჯგუფები ნამდვილად არიან ჩართულნი ამ ქმედებებში. ჩვენ გვაქვს შესაბამისი უფლებამოსილება და ვიკვლევთ მათ, რადგან როცა ხედავ ასეთ „პროტესტებს“, ვიღაცა მათ აფინანსებს. არსებობს უსაფრთხო ადგილები სადაც აქტივისტები იკრიბებიან და როცა ხედავ 300 ადამიანს ერთნაირი ლაზერებით, რომლებსაც პორტლენდში სასამართლო შენობებში DHS-ის აგენტების დასაბრმავებლად იყენებენ, ე.ი. ვიღაცამ ეს ლაზერები შეიძინა. ჩვენ ფულს მივყვებით და თვალყურს ვადევნებთ ზუსტად ისე, როგორც ამას მაფიასთან და ნარკოკარტელებთან მიმართებით ვაკეთებთ. ჩვენ გავარკვევთ, ვინ დგას ამის უკან. დღეს გამოვაცხადე, რომ ამოქმედდება ინფორმატორთა პროგრამა და ჩემი განცდაა, რომ „ვირთხები“ ერთმანეთს დაასმენენ.” – განაცხადა სკოტ ბესენტმა.

