უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა დადგენილებას დენის შმიგალის პირველ ვიცე-პრემიერად და ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნის შესახებ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შმიგალის კანდიდატურას მხარი 248 დეპუტატმა დაუჭირა, 20 ადამიანმა თავი შეიკავა.
აღსანიშნავია, რომ შმიგალის დამტკიცება რადამ მეორე ცდიდან შეძლო. პირველი კენჭისყრა გუშინ გაიმართა, თუმცა მას მხარი 210-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შმიგალი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ზელენსკის გადაწყვეტილებას მხარი რადამაც დაუჭირა.
კომენტარები

