ირანში ვითარების გამწვავების ფონზე აშშ ახლო აღმოსავლეთში არსებული ძირითადი სამხედრო ბაზებიდან პერსონალს გაიყვანს, – ამის შესახებ „სქაინიუსი“ იტყობინება.
ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა პერსონალს კატარში არსებული ძირითადი სამხედრო ბაზის დატოვება ურჩია, მოგვიანებით კი მსგავსი რეკომენდაცია ახლო აღმოსავლეთში არსებული აშშ-ის ყველა ძირითად ბაზაზე გავრცელდა.
მედიის ცნობით, შტატებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ირანელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თეირანმა რეგიონში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზები, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დაბომბოს.
კომენტარები

