ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია და ხელისუფლება პროცესებს სრულად მართავს.
აღნიშნული განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში საპროტესტო აქციების ყველაზე მკაცრი დარბევა მიმდინარეობს.
ამერიკულ ტელეარხ Fox News-ის გადაცემა Special Report-ისთვის მიცემულ ინტერვიუში არაღჩიმ აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაძაბულობამ იკლო.
„სამდღიანი ტერორისტული ოპერაციის შემდეგ, ახლა სიმშვიდეა. ჩვენ სრულ კონტროლს ვინარჩუნებთ“, – განაცხადა არაღჩიმ.
კომენტარები

