ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კუნძულის კონტროლი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის.
პრეზიდენტის განცხადებით, თუ ამერიკა ამ რეგიონში პოზიციებს არ გაიმყარებს, მას სხვა გლობალური მოთამაშეები დაიკავებენ.
„ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის… თუ ჩვენ იქ არ შევალთ, შევა რუსეთი და შევა ჩინეთი. დანია ამის წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობს, ჩვენ კი ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია“, – განაცხადა ტრამპმა.
კომენტარები

