დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ ირანში საელჩო დროებით დახურა.
„ჩვენ დროებით დავხურეთ ბრიტანეთის საელჩო თეირანში, ახლა ის დისტანციურად იმუშავებს“, – აღნიშნავს მთავრობის წარმომადგენელი.
ამასთან, ბრიტანეთის მთავრობამ გააფრთხილა მოქალაქეები, რომ ირანში დაკავების მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ არიან.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდ ბრიტანეთს კატარში მდებარე აშშ-ის ბაზიდან სამხედრო პერსონალი გაჰყავს.
კომენტარები

