დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიცია გრენლანდიის მიერთების საკითხთან დაკავშირებით უცვლელი რჩება, რის გამოც კოპენჰაგენსა და ვაშინგტონს შორის ფუნდამენტური უთანხმოებაა.
„აშშ-ის მისწრაფება კონტროლს დაიქვემდებაროს გრენლანდია უცვლელია. ეს, როგორც ჩანს, სერიოზული საკითხია. ამიტომ, ვაგრძელებთ ძალისხმევის გაწევას, რათა აღნიშნული სცენარის რეალიზება არ დავუშვათ“, – განაცხადა ფრედერიკსენმა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვაშინგტონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან მოლაპარაკებები გამართეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. აშშ ითხოვს, რომ კუნძული მას გადაეცეს.
ქვეყნების ნაწილმა, მათ შორის გერმანიამ გრენლანდიაში საკუთარი სამხედროები უკვე გააგზავნა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ნატო რუსეთს ან ჩინეთს უფლებას არ მისცემს არქტიკის რეგიონი საკუთარი სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს.
ევროპული ქვეყნების ჯარისკაცების გრენლანდიაში განლაგება მოსკოვმა გააკრიტიკა.

