სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტ იუნ სუკ იოლს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ რამდენიმე საქმეზე ცნო, მათ შორის მისი დაკავების მცდელობის ხელის შესაშლელად საომარი მდგომარეობის შემოღების წარუმატებელი მცდელობისთვის. იგი ასევე დამნაშავედ ცნეს ბრალდებებში, მათ შორის ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებასა და საომარი მდგომარეობისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების შეუსრულებლობაში. ეს განაჩენი პირველია იმ სისხლის სამართლის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც იუნს საომარი მდგომარეობის წარუმატებელი გამოცხადების გამო წაუყენეს.
როგორც მედია წერს, ყოფილ პრეზიდენტს განაჩენის გასაჩივრება შეუძლია.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო იუნ სუკ იოლს იმპიჩმენტი 2024 წლის 14 დეკემბერს გამოუცხადა. მას ბრალად საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადება, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხება და სახელმწიფო ღალატი ედებოდა. იოლი 2025 წლის 15 იანვარს დააკავეს.

