რუსეთი გრენლანდიას დანიის ნაწილად მიიჩნევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, რუსეთი, მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებთან ერთად, დააკვირდება გრენლანდიის გარშემო უჩვეულო სიტუაციის ტრაექტორიას.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავად განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართალი მისთვის რაიმე სახის პრიორიტეტულ სუბსტანციას არ წარმოადგენს.
„სიტუაცია უჩვეულოა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, მე ვიტყოდი, რომ ექსტრაორდინალურიც კი“, – თქვა დიმიტრი პესკოვმა.
კომენტარები
