გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
”ჩემმა მეგობარმა ჩამიგდო, ბაჩანა ახალაიას პოდკასტი, თუ, რასაც ეძახიან ეხლა ის.
გულმოდგინედ მოვუსმინე ამ ავადმყოფს, ეს ადამიანისებრი არსება იძახის, რომ თურმე არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია საქართველოსთვის არაფერი და საქართველო რომ არსებობს, მისი და მისი ავადმყოფი ამფსონების დამსახურებაა. ასევე ზვიადის ხელისუფლებას, კომუნისტური პარტიის ხელისუფლებებს ადარებს. იმაზე არაფერს არ ვამბობთ, რომ უტიფრად უმტკიცებს ხალხს, რომ ადამიანებს ქუჩებში თურმე არ ხვრეტდნენ. ცალსახად მანიაკებთან გვქონდა საქმე და ჯერ კიდევ გვაქვს სამწუხაროდ.
P.S.ეს მძორი, შსს რომ მიათრიეს, თავისი კურსელი და ჩემი ძმაკაცი შეხვდა სალაპარაკოდ და როგორც ბოლო ფარჩაკი ისე ჩაადნა ხელებში. ესეთია ამათი ფსიქოლოგია, ძალაუფლება თუ არა აქვთ, ბოლო დონის შნირები არიან, ქალაჩუნა შნირები.”

