ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ახალდანიშნულ გენერალურ დირექტორს, ლეა გუტიერესს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის დინამიკა. საუბარი შეეხო ბანკის მხარდაჭერით უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებს ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური განვითარების, ენერგეტიკისა და სხვა მიმართულებებით.
ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლები, საშუალოვადიანი პროგნოზები.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლაჰმი.
