ევროკავშირმა და ინდოეთმა დაასრულეს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე, – განუცხადა გამოცემა POLITICO-ს ინდოეთის მაღალჩინოსანმა.
„ოფიციალურ დონეზე მოლაპარაკებები სრულდება და ორივე მხარე მზად არის, 27 იანვარს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება გამოაცხადოს“, – განუცხადა POLITICO-ს ინდოეთის ვაჭრობის მდივანმა, რაჯეშ აგრავალმა.
შეთანხმების თანახმად, მოსალოდნელია, რომ ინდოეთი მნიშვნელოვნად შეამცირებს ტარიფებს ავტომობილებზე, ტექნიკასა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე.
„ეს ძალიან კარგი ამბავი იქნება ჩვენი სოფლის მეურნეობის სექტორისთვის. მჯერა, რომ ჩვენი მიზანია სრულიად ახალი ფურცლის გადაშლა ავტომწარმოებლობისა და მანქანათმშენებლობის სფეროებში თანამშრომლობის კუთხით“, – განუცხადა POLITICO-ს ევროკავშირის სავაჭრო საკითხთა ხელმძღვანელმა, მაროშ შეფჩოვიჩმა.
