ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ეკონომიკა იზრდება და ეს უნდა აისახოს თითოეული ჩვენი მოქალაქის, ოჯახის კეთილდღეობაზე, მათ სამომხმარებლო კალათაზე, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.
დეპუტატი ფასების დარეგულირების მიზნით სამთავრობო კომისიის მუშაობის პროცესს გამოეხმაურა.
„ეს [ფასების დარეგულირება] არის ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა. ჩვენი ეკონომიკა მზარდია. ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ეკონომიკა იზრდება და ეს უნდა აისახოს თითოეული ჩვენი მოქალაქის, ოჯახის კეთილდღეობაზე, მათ სამომხმარებლო კალათაზე. ბუნებრივია, რასაც პრემიერი დაჰპირდა თავის გუნდთან ერთად [საზოგადოებას], ეს საკითხები დარეგულირდება“, – აღნიშნა სოსიაშვილმა.
კომენტარები
