პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასის განცხადება შეაფასა.
„გლობალურ ძალთა დაპირისპირებამ გამოიწვია თვითონ ევროპისა და ევროატლანტიკური ერთობის რღვევის პროცესი. იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით მარტო ჩვენი ნათქვამი კი აღარ არის, ყველა უმაღლესი წარმომადგენელი ამის კონსტატირებით არის დაკავებული. კაია კალასის სიტყვები ზუსტად ამას ნიშნავს. ისინი ახლა არიან ახალი სიმძიმის ცენტრის ძიებაში. ეს სიმძიმის ცენტრი რა იქნება – ინდოეთთან თუ ირანთან კავშირი, თუ შეიძლება საბოლოოდ თქვან, რომ ისევ რუსეთთან მშვიდობა და დალაგება იქნება ევროპისთვის უკეთესი გამოსავალი. ფაქტია, რომ გეოპოლიტიკური რღვევა ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ევროპას საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში გრავიტაციის ცენტრად აღარ მიიჩნევს.
