გვეუბნებიან და გვემუქრებიან, რომ გზას ვიპოვით რათა უსამშობლოთა აგენტურა დაგიფინანსოთ, ჩვენი ვალია ყველა ეს გზა ამოვქოლოთ, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.
იგი ევროკომისარ კოსის განცხადებას გამოეხმაურა, რომ საქართველოში „ენჯეოების“ დასაფინანსებლად გზებს ეძებენ.
როგორც ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, მთავარი, საზოგადოებამ რაც უნდა იცოდეს, კეთილი ინებონ, ვინც არის გრანტების მიმღები, მივიდნენ და შეათანხმონ მთავრობასთან.
„გზა იპოვეს და ქართულმა, ეროვნულმა ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყეს რეგისტრაცია. ნურას უკაცრავად, ჩვენი კანონმდებლობით მათ ყველგან მივწვდებით, ყველგან დავბლოკავთ“, – აღნიშნა მან.
კომენტარები
