უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე ავტომობილების გატარება შეჩერებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ურაინის საბაჟო სამსახურის ცნობით, შეფერხება დაკავშირებულია მოლდოვის საბაჟოს მონაცემთა ბაზების გაუმართაობასთან.
ცნობისთვის, მოლდოვის ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის ენერგოსისტემაში არსებულმა პრობლემებმა, მოლდოვაში ელექტროსისტემის გათიშვა გამოიწვია. კერძოდ, Isaccea-Vulcăneşti-MGRES-ის მაღალი ძაბვის ხაზზე, ძაბვა დაეცა, რის შედეგადაც ელექტროსისტემა გაითიშა. მოლდოვური მედიის ინფორმაციით, მომხდარმა ინციდენტმა დედაქალაქი კიშინეუ და მისი გარეუბნები, ასევე ტარაკლია, კაჰული და ანენი-ნოი დააზარალა.
უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის, დენის შმიგალი განმარტებით, დილის 10:42 საათზე ტექნოლოგიური შეფერხება მოხდა, რის შედეგადაც ერთდროულად გაითიშა რუმინეთისა და მოლდოვის ენერგოსისტემებს შორის 400 კვ-იანი ხაზი და დასავლეთ და ცენტრალურ უკრაინას შორის 750 კვ-იანი ხაზი.
