ვიქტორ ორბანი ბრიუსელს კვლავ აკრიტიკებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბრიუსელში ენერგეტიკული ლობი მოქმედებს, რომლისთვისაც წინააღმდეგობის გაწევა ცენტრალურ ევროპას ერთიანი პოზიციით შეუძლია. ორბანი ამბობს, რომ ევროპელ ქვეყნებს არც ფულის უკრაინაში გაფანტვა და არც ევროკავშირში უკრაინის ნახვა სურთ.
„მთელს ევროპაში ენერგეტიკულ რესურსებზე ფასები იზრდება. უნგრეთში ოჯახები სპეკულაციური გამდიდრებისგან დაცულები არიან. ბრიუსელი ამას ვერ იტანს, რადგან იქ ყველაფერს გავლენიანი ენერგეტიკული ლობები წყვეტენ, აქ კი ხალხი. ევროპელებს არ სურთ მათი ფული უკრაინაში გაიფანტოს და არც უკრაინა სურთ ევროკავშირში. ცენტრალური ევროპა თუ მტკიცედ დადგება, დასავლეთ ევროპაც მას მიჰყვება და მის ლიდერებს კურსის შეცვლას აიძულებს. ადგომის დროა. ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ“, – განაცხადა ორბანმა.
