უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მონაწილეობით მორიგი სამმხრივი მოლაპარაკებები აბუ-დაბიში 4 და 5 თებერვალს არის დაგეგმილი.
„უკრაინა მზად არის საგნობრივი საუბრისთვის და ჩვენ დაინტერესებულნი ვართ იმით, რომ შედეგმა ომის რეალურ და ღირსეულ დასასრულს დაგვაახლოოს“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში.
რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
კომენტარები
