უკრაინასთან და აშშ-სთან მოლაპარაკებების მზადების ფონზე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთი გამარჯვებას უახლოეს პერიოდში მოიპოვებს. ამასთან ერთად, დმიტრი მედვედევი იმასაც ამბობს, რომ გამარჯვებაზე მნიშვნელოვანი მიზანი მომავალში კონფლიქტის განმეორების თავიდან აცილებაა.
„გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უკვე რამდენიმე პარამეტრით ჩანს. მსურს, რომ ეს, რაც შეიძლება, მალე მოხდეს. სამხედრო გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ფიქრი იმის შესახებ, თუ რა მოხდება ამის შემდეგ. გამარჯვების მიზანი ახალი კონფლიქტების თავიდან აცილებაა“, – განაცხადა მედვედევმა.
კომენტარები
