12 დაღუპული და 16 დაშავებული – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ტერნოვკაში ერთ-ერთი საწარმოს მიკროავტობუსს დრონით დაარტყა.
აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები სამსახურის შემდეგ სახლებში ბრუნდებოდნენ.
თავდასხმის სამიზნე გახდა ზაპოროჟიეს, ხარკოვის და სუმის ოლქებიც. მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ოპერაციები, შემთვევის შედეგად არიან დაშავებულები.
-21 გრადუსია კიევში და ამ პირობებში 700 მრავალსართულიანი კორპუსი კვლავ გათბობის გარეშე რჩება. რთული ვითარებაა ამ კუთხით ოდესაშიც. ქალაქის ათასობით მცხოვრებს ელექტროენერგია არ აქვს.
კომენტარები
