„იმედი“ მზად არის საგნობრივი დისკუსიისთვის და არა იაფფასიანი შოუებისთვის, რომელიც გასულ წლებში ხშირად გვინახავს, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ირაკლი ჩიხლაძემ.
მისივე თქმით, მოსახლეობის მხრიდან ყოველთვის იყო უკმაყოფილება, რომ დებატების დასრულების შემდეგ მათ ინფორმაცია არ რჩებოდათ.
„მომავალი კვირიდან დაიწყება „იმედზე“ ახალი პროექტი, რომელსაც წაიყვანს მაგდა ანიკაშვილი და ეთერი გაიხსნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მზად არის საგნობრივ დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა. ეს იქნება ძალიან საქმიანი, საინტერესო და საზოგადოება გააკეთებს თავის დასკვნას თუ ვინ არის მართალი და ვინ, რა თემაზე, რამდენად მყარი არგუმენტებით იქნება“, – აღნიშნა ირაკლი ჩიხლაძემ.
„ტელეიმედი“ ახალი პოლიტიკური ფორმატისთვის ემზადება – თებერვლიდან „იმედის“ ეთერში დებატები დაიწყება.
