საინტერესო იქნებოდა მაიკლ ო’ფლაერტის კომენტარი იმ აღიარებით ჩვენებაზე, რაც კოსისგან მოვისმინეთ, რომელიც პირდაპირ აცხადებდა, რომ ევროკავშირიდან ეცდებიან, გამოძებნონ გზები, რათა ქვეყანაში შემოაღწიოს თანხებმა, საინტერესოა, დაუსვა თუ არა კითხვა საკუთარ თავს, რას გულისხმობდა კოსი და რატომ სურთ ევროკავშირში, აარიდონ თავი საკანონმდებლო შეზღუდვებს, კვლავ გაუმჭირვალე თანხებით აფინანსონრადიკალიზმი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა სახელმწიფო, მათ შორის საქართველო ცდილობს საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას და სუვერენიტეტის დაცვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი არის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მიზნით შემოსატანითანხების გამჭვირვალობა და მათზე ნებართვების გაცემა იყოს სავალდებულო.
„არ უნდა იყოს შავი ხვრელები გამოძებნილი, რომ შავი ფული შემოვიდეს საქართველოში რადიკალიზმის დასაფინანსებლად. ჩვენ რამდენი ხანია, ვითხოვთ ევროკავშირისგან, რომ გაემიჯნონ რადიკალებს საქართველოში ის ჩინოვნიკები, რომლებიც, სამწუხაროდ დღეს მოღვაწეობენ მაღალ თანამდებობაზე, მათ შორის ევროკავშირის ელჩი. როდესაც 4 ოქტომბრის თავდასხმას საქართველოს ხელისუფლებაზე, პრეზიდენტის სასახლეზე არ გაემიჯნა ევროკავშირი, არამედ ამ ძალადობრივი პროცესის განხორციელების სურვილი გამოხატეს პირდაპირ თუ ირიბად, აქ გასაკვირი არაფერია. ის თანხებიც, რაზეც საუბრობდა კოსი, იქნება მიმართული არა პოზიტიური, არამედ რადიკალიზმის და პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად, რომლის უფლებაც ნამდვილად არავის აქვს. მ საკანონმდებლო დანაწესების გვერდის ავლით, რაც არის მიღებული და რომელზეც იქნება აუცილებლად მსჯელობა საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
