მე არასდროს ვყოფილვარ ეპშტეინის იმ წაბილწულ კუნძულზე, მაგრამ ეს თაღლითი „დემოკრატები“ და მათი დონორები თითქმის ყველანი იქ იყვნენ, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„არა მხოლოდ არ ვიყავი მეგობრულ ურთიერთობაში ჯეფრი ეპშტეინთან, არამედ იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ახლახან გასაჯაროებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეპშტეინი და მატყუარა „ავტორი“, ნამდვილი ნაძირალა მაიკლ ვულფი, შეთქმულებაში შევიდნენ ჩემი პრეზიდენტობის დასაზიანებლად. აი, ასე დასრულდა რადიკალი მემარცხენეების ამაო იმედები, რომელთაგან ზოგიერთს სასამართლოში ვუჩივლებ. გარდა ამისა, განსხვავებით მრავალი ადამიანისგან, რომელთაც უბრალოდ სისულელეების როშვა უყვართ, მე არასდროს ვყოფილვარ ეპშტეინის იმ წაბილწულ კუნძულზე, მაგრამ ეს თაღლითი „დემოკრატები“ და მათი დონორები თითქმის ყველანი იქ იყვნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
