აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ოპტიმისტური განცხადება გააკეთა.
თეთრ სახლში გამართული ცერემონიის დროს მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესში დადებითი სიახლეებია მოსალოდნელი.
„ვფიქრობ, უკრაინისა და რუსეთის მიმართულებით საქმეები ძალიან კარგად მიდის. ამას პირველად ვამბობ. ვფიქრობ, ჩვენ, შესაძლოა, კარგი ამბები გვქონდეს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
კომენტარები
