ნიუ იორკში ძლიერი თოვლისა და ყინვის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ნიუ იორკის მერმა, ზოჰრან მამდანმა განაცხადა.
მამდანის თქმით, უკვე მე-11 დღეა, რაც ძლიერი ყინვები ფიქსირდება და გრძელდება მცდელობა, რაც შეიძლება მეტი ქუჩაში მცხოვრები ადამიანი გადაიყვანონ შენობებში.
მერმა ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკონ.
კომენტარები
